საკრებულოში ურბანული დაგეგმარების სხდომაზე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს

საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, გიორგი გურგენიძემ კომისიის წევრებს ამავე სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში, ასევე განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმა წარუდგინა. გიორგი გურგენიძემ დედაქალაქის მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას გაუსვა ხაზი. მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლების, თბილისის მოსახლეობისათვის კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფისა და ავტო პარკინგის ინფრასტრუქტურის საკითხებს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ასევე მიწისზედა და მიწისქვეშა გზების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული აღჭურვილობით უზრუნველყოფისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა. სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა გიორგი გურგენიძეს საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები წარუდგინეს, რომლებიც ძირითადად მუნიციპალური ტრანსპორტის, ავტო პარკინგის, თბილისის ტაქსების სისტემის მოწესრიგებისა და საცობებისა საკითხებს ეხებოდა. სხდომას ასევე შპს „თბილისის სატრანსპორტო სამსახურის“ დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს, თბილისის მეტროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ ვითარების ადგილზე გაცნობა შესთავაზა. სხდომა, კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა შეაჯამა და უახლოეს მომავალში, შეხვედრაზე განხილული საკითხების სამუშაო ფორმატში გადატანის ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები