საყდრისის გადარჩენის კომიტეტი საბადოს ნგრევის შეჩერებას ხაბაზთან და რატიანთან ერთად ითხოვდა

საყდრისის გადარჩენის მოთხოვნით კომიტეტის წევრებმა აქცია “თავისუფალი ზონის” ხელმძღვანელთან კობა ხაბაზთან და “ნაციონალური მოძრაობის” წევრთან – სერგო რატიანთან ერთად გამართეს.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 30 მარტს გაიმართა. ისინი საბადოს ჯერ კიდევ აუთვისებელ ტერიტორიაზე, შესწავლის მიზნით, ქართველი და გერმანელი არქეოლოგების დაშვებას ითხოვდნენ. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები დეპუტატებსაც მოუწოდებენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დროულად შეიქმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები