აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპულ სამხედრო კურსანტებს გაიხსენებენ

„კვირას“ ინფორმაცია, იმის შესახებ რომ 1 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში ქართველი დაღუპული კურსანტების ხსოვნის საღამო გაიმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებას ნიუ-ორკში საქართველოს გენერალური კონსული და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი და სამხედრო ატაშე დაესწრება.
აშშ -ს სანაპირო დაცვის აკადემიაში კურსანტების – სოსო მაკარიძისა და ბესიკ გორჯოლაძის ხსოვნის საღამო ამერიკის დროით 2:30-ზე დაიწყება. ღონისძიებაზე დასასწრებად აკადემიის ადმინისტრაციამ სპეციალურად საქართველოდან სოსო მაკარიძისა და ბესიკ გორჯოლაძის მშობლებიც მიიწვია, რომლებიც უკვე ამერიკაში იმყოფებიან და ღონისძიებას დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 მარტს ქართველი კურსანტები: სოსო მაკარიძე და ბესიკ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. სამხედრო კურსანტები საქართველოში 12 მარტს ჩამოასვენეს და იმავე დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამხედრო კურსანტები სამშობლოში სამხედრო პატივით დაკრძალეს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები