მთაწმინდის რაიონში 14 საცხოვრებელი სახლის სახურავს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება
სოლოლაკში, ასათიანის N 58-ში საცხოვრებელი სახლის სახურავს სარემონტო სამუშაოები უტარდება. სახურავის შეკეთების თხოვნით მთაწმინდის რაიონის გამგეობას ასათიანის 58-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ „ლადო ასათიანი – 2017“ მიმართა. მიმდინარე სამუშაოებს დღეს მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელობა გაეცნო. 23 470 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად გამოიცვლება სახურავის დამჭერი ხის მასალა და გადაიხურება თუნუქის სახურავით, საერთო ჯამში, 645 კვადრატული მეტრი.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს პროექტების განსახორციელებლად ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. შენობის სახურავის შესაკეთებლად სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ნაცვლად 25%-ისა, სამუშაოების 20%-ს გადაიხდის. სულ აღნიშნულ მისამართზე 24 ოჯახი ცხოვრობს. გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 13 საცხოვრებელი სახლის, ჯამში 3 896 კვადრატული მეტრის, სახურავების კაპიტალური რემონტისთვის უკვე გამოყო 117 154, 75 ლარი. ამ დროისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 105 განცხადებაა შესული.