მერი არაბიძე მეოთხედფინალისტთა შორისაა

 

რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარეობს მსოფლიოს ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით. შეჯიბრებაში 64 უძლიერესი ქალი ჩაერთო და მათგან მედლისთვის ბრძოლას 4 საუკეთესო აგრძელებს. საქართველოს სახელით ჩემპიონატში, ბელა ხოტენაშვილი (2513ქულა), ლელა ჯავახიშვილი (2481), სალომე მელია (2459), ნინო ხურციძე (2457), მერი არაბიძე (2374) და სოფიკო გურამიშვილი (2367) ჩაერთნენ. ქართველი მონაწილეებიდან ყველაზე წარმატებულად ქუთაისელმა დიდოსტატმა მერი არაბიძემ იასპარეზა. არაბიძე ასპარეზობის მეოთხე წრეში გავიდა და მსოფლიოს საუკეთესო ქალთა რვაეულში მოიპოვა ადგილი. მესამე წრეში (საუკეთესო 16-ულში) იასპარეზეს ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა. მეორე წრიდან გამოეთისა ბრძოლას სალომე მელია, ხოლო სოფო გურამიშვილი პირველ წრეში დამარცხდა ჯავახიშვილთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები