“ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე” – საინფორმაციო კამპანია ბათუმში გრძელდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას „ეს მარტივია-იზრუნე გარემოზე!” განაგრძობს. გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, არჩენების კოდექსის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო აქცია ამჯერად ქალაქ ბათუმში გაიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ჩიხლაძემ, დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა მოსახლეობას გააცნო. ზვიად ჩიხლაძემ საინფორმაციო ფლაერები დაარიგა, სადაც, გარდა ჯარიმების ოდენობისა, მითითებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის „ცხელი ხაზი“ – 153. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირებისას „ცხელ ხაზზე“ შეტყობინება დატოვონ, რაზეც დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა.