ზუგდიდში 320 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

ზუგდიდში, 10 ახალაშენებულ კორპუსში, 320 დევნილი ოჯახისათვის ბინები ფარული კენჭისყრით განაწილდა. დევნილთა სამინისტროს ცნობით, ბინების განაწილების პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები: შოთა რეხვიაშვილი, გოგი ფაცაცია და მამუკა ცოტნიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწენენ.
“ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები. კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები. მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულზე გადაეცათ. შენობაში სულ 320 ბინაა, აქედან 40 – ერთოთახიანი, 160- ოროთახიანი, 120 – სამოთახიანი. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა“,-აცხადებენ დევნილთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები