პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედროების საპენსიო უზრუნველყოფის შეთანხმებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედროების და მათი ოჯახების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებას ხელი მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტი ადგენს სამხედროების და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის წესების შეთანხმების ხელმომწერი ერთი სახელმწიფოდან მეორეში მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლის შემთხვევაში.
დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ამ კატეგორიის პირთა საპენსიო უზრუნველყოფა იმ ქვეყნის კანონდებლობით განისაზღვრება, რომელშიც ისინი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები