დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. გამსახურდია – მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. საქართველოს პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა.