სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართვას ინიციატივით, უზრუნველყოს იმ პიროვნებათა უსაფრთხოება, რომელთა საქმეები იხილება სასამართლოში, ან რომელთა საქმეები არის გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
“აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რადგან, სამწუხაროდ, უკვე რიგით მეორე შემთხვევაა, როდესაც საზოგადოება იგებს იმ პირთა გარდაცვალების შესახებ, რომელთა სამართლებრივი დავები აქტიურად განიხილებოდა სასამართლოში. მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ხელისუფლებას მიმართავს ინიციატივით, უზრუნველყოს იმ პიროვნებათა უსაფრთხოება, რომელთა საქმეები იხილება სასამართლოში ან/და რომელთა საქმეები არის გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე საჭიროა პრევენციული ღონისძიებების მიღება, რათა ადმიანებს არ ჰქონდეთ დაუცველობის განცდა. სწორედ ამიტომ მათი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს სახელმწიფომ. აღნიშნულ სიტუაციაში უმოქმედობამ შესაძლოა დააზიანოს სამართლებრივი პროცესი, რომელიც აისახება სახელმწიფოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე”, – აღნიშულია სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის განცხადებაში.
მათივე განცხადებით, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი კარგად აცნობიერებს იმ შესაძლო ფინანსური რესურსის ხარჯვას აუცილებლობას, რომლიც, მათივე თქმით, დიდი ალბათობით აღნიშნულ პროცესს დასჭირდება. თუმცა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ის სიკეთე, რომლის დაცვაც მოხდება, უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის და სტაბილური გარემოს შენარჩუნებისთვის.