ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი მიხედვით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2275 ლარი გახდა. კერძოდ, ხვალიდან, 31 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.2275 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს მოქმედი კურსით 1 დოლარი 2.2242 ლარი ღირს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან 1 ევროს შეძენა 2.4139 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4077 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები