11 წლის გოგონა, რომელსაც საკუთარი დედა სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა – რა ბედი ეწია არასრულწლოვანს?

ტრეფიკინგის მსხვერპლ 11 წლის გოგონაზე მეურვეობა დეიდამ აიღო, დედა კი მრავალწლიან პატიმრობას იხდის. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის დირექტორი თამუნა სანიკიძე საუბრობს. საუბარია 2013 წელს გამოვლენილ ფაქტზე. გამოძიების ინფორმაციით, 11 წლის გოგონას ფოტოსურათებს დედა 2 წლის განმავლობაში იღებდა და პორნოსაიტებზე ათავსებდა მისი თანამზრახველის მეშვეობით, რომელიც ისრაელის მოქალაქეა.
თამუნა სანიკიძის განცხადებით, ამჟამად გოგონა სწავლობს და თავს კარგად გრძნობს.
„თავად გოგონამ გამოთქვა დეიდასთან ცხოვრების სურვილი. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც დეიდის ოჯახი შეისწავლა და შეაფასა, ამის შემდეგ მას დეიდა დაენიშნა მეურვედ, ცხოვრობს მასთან და დეიდასთნ ერთად, ეტაპობრივად ხდება მონიტორინგი, როგორც პირადად ჩემი, ისე სოციალური მუშაკის მიერ. ამჟამად გოგონა სწავლობს, თავს კარგად გრძნობს, დეიდაც თავად გვეკონტაქტება კონსულტაციის თვალსაზრისით“, – ამბობს სანიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები