ძაღლები თბილისის საკრებულოსთან – აქცია ცხოველთა დაცვის მიზნით

ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დღეს თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს. აქციაზე რამდენიმე პირი საკუთარ ძაღლთან ერთად იყო მისული. მათ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანა არ იგეგმება და ამასთან დაკაშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. საკრებულოში განმარტავენ, რომ საზოგადოებას არასწორად მიეწოდა ინფორმაცია, თითქოს, ამ წესის თანახმად, თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების ცეცხლსასროლი იარაღით მოკვდინება და ევთანაზიის გამოყენება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები