თენგიზ შარმანაშვილი: ვინც გინდა დააწეროს ბანერს „რუსული“, მაგრამ ხოშტარიამ არა, უხერხული და სასაცილოა
,,ვინც გინდა დააწეროს ბანერს „რუსული“, მაგრამ ხოშტარიამ არა – უხერხული და სასაცილოა, ის რუსეთის საქმეს აკეთებს. ეს არის პროვოკაცია, როგორ შეიძლება პროტესტი იყოს, როცა „გაგანია“ რუსეთის მიერ დაფინანსებული ქალი დადის და ბანერებზე აწერს სიტყვა „რუსულს“, – ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებულ წარწერას – „რუსული ოცნება”.
მისივე თქმით, ხოშტარიას, ამომრჩეველი სულელი ჰგონია.
„რასაც გინდა, ვინც გინდა დააწეროს სიტყვა „რუსული”, მაგრამ ხოშტარიასგან ეს აბსოლუტურად სასაცილო და მიუღებელია. პუტინი ვინმეს ერთ თეთრს მისცემს რუსეთის ფედერაციიდან, თუ მას ის მტრად მიაჩნია, ან თუ მიაჩნია, რომ ის პოლიტიკურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, რომელიც ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს?! იმის ხელში რუსეთიდან გადმორიცხული ერთი რუსული რუბლი აღმოჩნდება?! მართლა სულელები ვგონივართ და მართლა სულელები ჰგონია ამომრჩეველი, რომ ამას ვერ ხვდებოდეს?! ეს ათი ათასობით დოლარი, რომელიც რუსეთიდან მოემართება, მიდის სწორედ ამ საქმიანობისკენ. ის აკეთებს მათ საქმეს. ამაზე კითხვების დასმა უკვე უხერხული და სასაცილოც არის. ვინც გინდა დააწეროს „რუსული“, მაგრამ ხოშტარიამ არა. უხერხული და სასაცილოა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.