„თუ ბოდიშს მოიხდის და დაიჩოქებს, მოვუხსნი წყევლას“ – ვისგან ითხოვს მამა ანთიმოზი ბოდიშის მოხდას?

ახლა ვიწყებ ომს, – ამის შესახებ მამა ანთიმოზი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ამხელს. „ვებრძვი საქართველოს მტრებს, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში დაამკვიდრონ ყველანაირი სიბილწე, ცოდვა, ცოდვის ლეგალიზაცია. ანტიქრისტეს იდეოლოგებს ვებრძვი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ვამხელ“, – ამბობს მამა ანთიმოზი. იგი ეთო გავაშელიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტსაც იხსენებს. „ეთო ჩემი ფესიბუქმეგობარი იყო. ის შეკრულია ელგებეტებთან, ნაცმოძრაობასთან, ჩვენ გვქონდა საუბარი.
გამიმხილა, რომ ფულს უხდიან იმაში, რომ მღვდლებზე ცუდი ინფორმაცია მოაგროვოს და დადოს ფეისბუქზე. ოღონდ, ხაზს ვუსვამ, ეს არ იყო აღსარება, უბრალოდ, ვილაპარაკეთ ინბოქსში. გავუბრაზდი და რომ არ შეისმინა, მეგობრებიდან წავშალე. ბოლოს დავწყევლე. მე თუ ცუდი გავაკეთე, მან ორჯერ მეტი ბოროტება ჩაიდინა. თუ სხვის ცოდვას დაფარავ, უფალი ათასჯერ დაფარავს შენს ცოდვას. ამ ვიდეოს გავრცელებით, მან ერთი კონკრეტული მღვდელი კი არ ამხილა, ჩირქი მოსცხო მთელ ეკლესიას. შე გაუბედურებულო, ცოდვილო, თავად არ იგინები? შენ მე რა უნდა მამხილო, რა უფლება გაქვს. სახარებაში წერია, შენს თვალში დირეს ვერ ხედავ და სხვის ბეწვს ამჩნევ. ჯერ დირე ამოიღე შენი თვალიდან და მერე შეხედე სხვის ბეწვს, იქნებ ვერც დაინახო. შენ დირე კი არა, დიდი მუხები გაქვს თვალებში. მამხილოს წმინდანმა, პატრიარქმა, შენ, სატანის მოციქულს, ამის უფლება არ გაქვს… ვნანობ იმას, რომ შევიგინე, არ არის კარგი საქციელი. ის გოგო რომ დავწყევლე, არ ვნანობ. თუ მოვა ჩემთან ეკლესიაში, ბოდიშს მოიხდის და დაიჩოქებს, მოვუხსნი წყევლას“, – ამბობს სასულიერო პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები