მამა ანთიმოზი: განვიცდი ქალის ნაკლებობას, მღვდელი ან ეპისკოპოსი, რომელიც ამბობს, რომ ქალი არ უნდა, იტყუება

ყოველთვის განვიცდი ქალის ნაკლებობას, – ამის შერსახებ მამა ანთიმოზი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, მღვდელი ან ეპისკოპოსი, რომელიც ამბობს, რომ მას ქალი არ უნდა, ის იტყუება. მისივე თქმით, ქალი მეგზურია მამაკაცის და მასში „ქალის სიცარიელეა“.
„ბერმონაზვნობა რომ გადავწყვიტე, ეს იმას ნიშნავს, რომ უარი ვთქვი ცოლზე, ქალზე. უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. მაგრამ, როცა ღმერთმა შექმნა ადამი, მისი ნეკნისგან შექმნა ევა. ის ნეკნის ადგილს ადამის ცხოვრებაში სწორედ ევა ავსებდა. ჩემში ამ ნეკნის ადგილი ცარიელია. ქალის სიცარიელეა ჩემში. ამას ეროტიკული გრძნობით არ ვმაბობ. ეს სიცარიელე შეიძლება შეგივსოს მეგობარმა. ქალი მეგზურია მამაკაცის.
ძალიან რთულია ბერმონაზვნობა და ვინც ამას ახალგაზრდა ასაკში გადაწყვეტს, ძალიან ბევრი უნდა იფიქროს. მე 39 წლის ვიყავი, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე. განცდები არის, მაგრამ უკან მოსაბრუნებელი ყველა გზა მოჭრილია, დაბრუნების შანსი აღარ არსებობს. მე ხომ წმინდანი არ ვარ, ყოველთვის განვიცდი ქალის ნაკლებობას. რომელი მღვდელი ან ეპისკოპოსიც ამბობს, რომ მას ქალი არ უნდა, ის იტყუება. რომ გინდა და უარს ამბობ, ეგ არის ბრძოლა და წინსვლა, თორემ რომ არ გინდა, არანაირი ბრძოლა არ გიწევს… ლამაზი ქალების მოწონება არ სცილდება მეგობრობას. ისინი – ყველანი ჩემი მეგობრები არიან. ერთ ფაქტსაც ვერავინ დამისახელებს, რომ მე მათთან რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა მაქვს“, – ამბობს მამა ანთიმოზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები