კულტურის მინისტრმა რაბათის ციხე და ახალციხის მუზეუმი მოინახულა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რაბათის ციხე და ახალციხის ისტორიული მუზეუმი მოინახულა. ახალციხის მერთან გიორგი კოპაძესთან ერთად, მინისტრს მუზეუმის დირექტორმა ციური ლაფაჩმა მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერებინა. სტუმრობის ფარგლებში, მათ სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და ინიციატივებზეც ისაუბრეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ახალციხეში, 1923 წელს დაარსდა, რომლის ბაზაზეც 1937 წელს მხარეთმცდნეობის მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი. დღეისათვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები