ვინ არის გიორგი უდესიანი, რომელსაც მოკლული ხარძიანის ახლობლები მკვლელობაში ადანაშაულებენ?

“კვირის პალიტრა”, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, 2012 წელი:

2011 წლის 23 მაისს (ამ დროს ბურჯანაძე მართავდა მიტინგებს თბილისში) გამოვედი ჩემი ერთ-ერთი მაღაზიიდან – “ალბატროსი”, რომელიც ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარეობს და ფეხით გავაგრძელე გზა. მოულოდნელად თავს დამესხნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც არც განმარტება მომცეს, არც საბუთები წარმომიდგინეს და მანქანაში ჩამტენეს. ჯერ საფინანსო პოლიციაში წამიყვანეს, მერე თავი ამომაყოფინეს კუდ-ში, მოდულის შენობაში. ბიზნესმენთან საფინანსო პოლიციას შეიძლება კითხვა ჰქონოდა, მაგრამ მოდულის შენობასთან რომ მიმიყვანეს, ვიკითხე, აქ რა მინდა-მეთქი. თქვენთან ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უნდა გასაუბრებაო. სოსო თოფურიძის ოთახში შემიყვანეს. იქ გიორგი უდესიანი დამხვდა. კამუფლაჟში იყო ჩაცმული და ვიფიქრე, ალბათ, აქ მუშაობს და უფლება აქვს, კითხვები დამისვას-მეთქი. უდესიანი თოფურიძის სავარძელში ჩაჯდა და მითხრა, ხელისუფლებაში კარგი თვალით არ გიყურებენ, ქონების გამო პრობლემები გაქვს ხელისუფლებასთანო. რა ქონებასა და პრობლემებზე მელაპარაკებით-მეთქი? რაღაცას მიედ-მოედებოდა. ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციასთან მაქვს კავშირი. უნდოდა, გავლენის ქვეშ მოვექციე. ვუთხარი, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, არც ბურჯანაძეს ვიცნობ და არც რომელიმე ოპოზიციონერს-მეთქი. მაინც განაგრძო, ხომ იცი, ეგენი რუსეთის ხალხია, რუსები მართავენო. არც ვიცი და არც მაინტერესებს-მეთქი. მერე მუქარა დაიწყო, მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა. ძალიან გაურკვევლად მელაპარაკა. მითხრა, შენს ძმასაც პრობლემები აქვს ხელისუფლებასთანო. კარგის მეტი არავისთვის არაფერი გამიკეთებია და დაშავება ხომ გამორიცხულია, თუ რამე პრობლემაა, პირდაპირ მითხარით-მეთქი. უდესიანმა ამის მერე კეთილი ადამიანის როლის თამაში დაიწყო. მამის სული იფიცა, შენ აქ არავინ შეგეხება, მაგრამ აქ უნდა დარჩე, სანამ ვითარება გაირკვევაო. ვუთხარი, ადვოკატთან დავრეკავ-მეთქი. არ გინდა, მე მოგიგვარებ ყველაფერსო. თოფურიძის კაბინეტს მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა და იქ სამი ღამე მეძინა (!). ჩემთან ერთად იყო ერთი კუდ-ის თანამშრომელი, რომელიც თოფურიძის თანაშემწედ გამეცნო. წუთითაც არ მცილდებოდა, საჭმელი მოჰქონდა”

2012 წელი, გაზეთი “ვერსია”:

ამ კაცზე თბილისში ლეგენდები დადის. “ზონდერ-ჯგუფების” მეთაური, “მიტინგების დამრბევი ჯალათი”, ბიზნეს-წილების “ამხევი” და კიდევ უამრავი დისკრედიტაციული ეპითეტი ბიზნესმენ გიორგი უდესიანის მისამართით. მიუხედავად იმისა, რომ უდესიანი “ვარდების რევოლუციის” შემდგომ დიდხანს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ჟურნალისტებთან მას ამ თემებზე არასოდეს უსაუბრია.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები