ექიმი: ბესო ხარძიანი ცეცხლნასროლი ჭრილობების და სისხლის დიდი დანაკარგის გამო გარდაიცვალა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ცენტრის ექიმის ოთარ დიხამინჯიას განცხადებით, ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში გარდაიცვალა.
მისივე თქმით, პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, თუმცა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებების და სისხლის დიდი დანაკარგის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გადაუდებელი მედიცინის ცენტრში საგამოძიებო პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები