„ბურჯანაძის და „მრეწველების“ გარდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ არის პუტინი“

საქართველოს მოსახლეობის სურვილს, ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს, პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია რუსეთის პოლიტიკას და, პირადად, ვლადიმერ პუტინს უკავშირებს. ნაჭყებიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას უმრავლესობს წევრი, პარტია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
მანანა ნაჭყებიას განმარტებით, „მრეწველების“, ნინო ბურჯანაძის და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის გარდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ არის პუტინი. „ხელისუფლებას საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის კუთხით ჩავარდნა აქვს. ერთადერთ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. საყურადღებოა გოგი თოფაძის განცხადება ევრაზიულ კავშირზე. კოალიციაში სულ 6 სუბიექტი შედიოდა, ერთი გავიდა, დარჩენილი ხუთიდან ერთი, როგორც ჩანს, საქართველოს სხვა მიმართულებით განვითარებას ემხრობა. პუტინს უკავშირდება ჭაობი და სტაგნაცია, და თუ დღეს საქართველო ასე იხრება ევროპისკენ, ეს პუტინის „დამსახურებაა“. ბურჯანაძის, „მრეწველების“ და სხვა რამდენიმე პარტიის გარდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ არის პუტინი“,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები