გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტი პოლიტიკური დებატებისთვის მზადაა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, ტექსტი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი 31 დეკემბერს პარლამენტში წარდგება, მზად არის. რამდენადაც მედიისთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ყურადღებას საშინაო საკითხებზე გაამახვილებს. ხაზი გაესმება საგარეო საკითხებსაც. რაც შეეხება მოხსენების ფორმატს და იმას, თუ ვინ დაესწრება პრეზიდენტის გამოსვლას, ჯერჯერობით უცნობია. “მოხსენებაში განხილული იქნება საგარეო თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებული ის უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიც არის მაგალითისთვის საგარეო და უშიშროების ეკონომიკის საკითხები, ასევე თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და პრობლემური საკითხები. ჩვენ მიერ არაერთხელ დაფიქსირდა მზაობა ნებისმიერი ფორმატისათვის, მათ შორის პოლიტიკური დებატებისთვის”, – აცხადებს კვერენჩხილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები