კაბუ ღუდუშაურში რჩება

0

საათნახევრიანი ოპერაციის შემდეგ 39 წლის კახა აბუაშვილი თავს კარგად გრძნობს და ღამეს ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გაატარებს – ამის შესახებ „კვირას“ სამედიცინო დაწესებულების მიმღებში მორიგე ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად პაციენტი ოპერაციის შემდგომ განყოფილებაშია მოთავსებული და მას მშვიდად სძინავს. როგორც „კვირას“ მორიგე ექიმმა უთხრა, პაციენტს დილის 10 საათზე უკვე პალატაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად მსახიობ კახა აბუაშვილს – კაბუს ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგ დავით როხაძის ინფორმაციით, პაციენტს მარჯვენა ბარძაყის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან იყო მიყენებული. 39 წლის კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ ნაშუადღევს ვერაზე, ლურჯი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი