გალის რაიონის გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 18 ათასიდან 17 372-ს ქართული პასპორტები აქვთ. გამოკითხვა სეპარატისტული რეჟიმის გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას ინიციატივით ჩატარდა.
გარდა ამისა, 7 ათას ადამიანს აფხაზეთის პასპორტი აქვს და 106-მა რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადება შეიტანა. რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ სოხუმი გალის რაიონის ქართველებს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას არ აიძულებს. მიუხედავად ამისა, სოხუმის ამჟამინდელი რეჟიმი გალის რაიონის ქართული მოსახლეობის მოქალაქეობას აქტიურად ადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები