თბილისის მერია ნუცუბიძეზე ძაღლების დახოცვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

დედაქალაქის მერია გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა ნუცუბიძის ქუჩაზე ძაღლები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს, სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა ნუცუბიძის ქუჩაზე ძაღლები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს, არის სრული სიცრუე.
აღნიშნულის შესახებ სულ მალე თბილისის მერია თანდართული ფოტო მასალით ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს”, – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ძაღლები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები