32 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება

 32 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გამაგრებით სამუშაოებზე უკვე დახარჯულია 15 მილიონ ლარზე მეტი. დავით ნარმანიას თქმით, ავარიული კორპუსების გამაგრების პროცესი გაზაფხულის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდა. მისივე თქმით, სამ სართულამდე ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს დამატებით რაიონული გამგეობები ასრულებენ.
„ასეთი სახლების გამაგრების სამუშაოები გამგეობების მხრიდან საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა ნარმანიამ. ავარიული კორპუსების აღდგენის სამუშაოები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. მათ შორის – გრიბოედოვის ქ. №20-ში, თევდორე მღვდლის ქ. № 5ბ-ში, უზნაძის ქ № 79-სა და 81-ში, ვაზისუბნის დასახლების 15ა, 16ა, 9ა კორპუსებში; აეროპორტის დასახლება№ 36, 39, 40 კორპუსებში, ასევე გამრეკელის ქ. №7-ში, იოსებიძის ქ. 69-ში, პეკინის ქ. №28-სა და დები იშხნელების ქ. № 3-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები