28 მარტს საქართველო უკვე მეშვიდედ “დედამიწის საათს” აღნიშნავს

28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე მსოფლიო მეცხრედ, საქართველო კი უკვე მეშვიდედ “დედამიწის საათს” აღნიშნავს. “გამოიყენე შენი ძალა” – „დედამიწის საათის” მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხორკიშვილმა და გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა ბრიფინგი გამართეს. მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდა შემოუერთდნენ გარემოსდაცვით აქციას – ერთი საათით უარი გამოაცხადონ ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ყველამ ერთად ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შეჩერებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები