საბავშვო ბაღში ხორცში ნაწლავური ჩხირი აღმოჩნდა – სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
ხორცში აღმოჩენილი ნაწლავური ჩხირის გამო, სამტრედიის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.
სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, სამტრედიის მეცხრე ბაღში ხორცში ჯანმრთელობისთვის საშიში სალმენოლოზის ნაწლავური ჩხირი აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამტრედიის ყველა ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ განახლდება, მანამდე კი ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.