ბათუმში გარდაცვლილი ქალის ახლობლები სამშობიაროში შეჭრას ცდილობენ

ბათუმის სამშობიარო სახლს პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს. მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი მაიკო ვერძაძის ახლობლები შენობაში შეჭრას ცდილობენ და მომხდარის გამო ექიმებს ადანაშაულებენ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
ვერძაძის ოჯახის წევრებმა სამშობიარო სახლის მიმდებარე რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. შენობის წინ სამართალდაცველებსა და დაზარალებულებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც იმყოფება.
28 წლის მაიკო ვერძაძე სამშობიარო სახლში 21 მარტს მიიყვანეს, ნაყოფი დაღუპული აღმოჩნდა, პაციენტს კი ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც იგი მძიმე მდგომარეობით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ახლობლები ირწმუნებიან, ნაყოფის დაღუპვის მიზეზიც ექიმების შეცდომა გახდა. მათი თქმით, საკეისრო კვეთა დროულად არ ჩაატარეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით, ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები