თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან წამებულის გამზირის, კახეთის, აწყურის და შორაპნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების და დავითაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: თეთნულდის, კიკვიძის, როსტოვის, ყირიმის, 9 ძმის, ქინქლაძის და მიჩურინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, საბურთალოს, კუტუზოვის, მიცკევიჩის, საირმის, შმიდტის, იოსებიძის, ხვიჩიას, ბახტრიონის, ცინცაძის, კოსტავას და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, კაბელების გამოკვლევის მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები