ირაკლი ღარიბაშვილი ალპებში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც დღეს საფრანგეთის ალპებში დატრიალდა – ავიაკატასტროფას 150 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ამ დიდი მწუხარების ჟამს, მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო და თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ -მინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები