ხვალ საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნება – ღონისძიებას პრემიერი დაესწრება

25 მარტს, 13.30 საათზე, ყოფილი მე-8 საავადმყოფოს ბაზაზე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკა გათვლილია 185 საწოლზე და აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისათვის საჭირო აპარატურით. საუნივერსიტეტო კლინიკაში მზადებას გაივლის და პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს დაეუფლება 6000–ზე მეტი ქართველი და 2000–მდე უცხოელი სტუდენტი. ამასთანავე, საუნივერსიტეტო კლინიკაში დასაქმდება, დაახლოებით, 600 თანამშრომელი და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს არამარტო თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები