ირაკლი ღარიბაშვილმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სინგაპურის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის ლი კვან იუს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით სინგაპურის მოსახლეობას მიუსამძიმრა.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თქვენი მამისა და დიდი ლიდერის, მისი აღმატებულება ლი კვან იუს გარდაცვალების გამო. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გისამძიმრებთ თქვენ და სინგაპურელ მოქალაქეებს. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი სამძიმარი ამ დიდი დანაკარგის გამო. ლი კვან იუს ყოველთვის მოიხსენიებდნენ, როგორც თანამედროვე სინგაპურის მამას, რომლის ხელმძღვანელობითაც სინგაპურმა, თავისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროგრესსა და წარმატებას მიაღწია. ის დღესაც მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ლი კვან იუ და მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება სინგაპურელთა და მსოფლიოს სხვა ხალხთა მეხსიერებაში. თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში საქართველო იზიარებს თქვენი ოჯახისა და მეგობარი სინგაპურელი ხალხის მწუხარებას”,-წერს ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები