„ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა და შეიძლება, მალე დაიშალოს

პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის დაპირისპირება გამწვავდა, გიგა ბოკერია პარტიის დატოვებას, „ნაციონალებისგან“ გამიჯვნას აპირებს და მიხეილ სააკაშვილს გარკვეულ თანხას სთხოვს -ამის შესახებ გაზეთი „ალია“ სანდო წყაროზე დაყრნობით წერს. როგორც ინკოგნიტო წყარო აცხადებს საუბარია დაახლოებით 18 მილიარდ დოლარზე.
„ბოკერიამ სააკაშვილს კატეგორიულად დაუსვა საკითხი, – მე მივდივარ პარტიიდან, ჩემი ხალხიც მიმყავს და თავში ქვა გიხლიაო. ეს გადაწყვეტილება ბოკერიას მას შემდეგ მიუღია, რაც მას, ასევე კატეგორიულად, ლევან რამიშვილმა, „თავისუფლების ინსტიტუტის“ სხვა ლიდერებმა და ასევე, მასთან ასოცირებულმა სხვა არასამთავრობოთა ხელმძღვანელებმა მოსთხოვეს, – ან მიშას გაემიჯნე, ან არადა ჩვენ გავწყვეტთ შენთან ყველანაირ ურთიერთობას და ახალ ლიდერს მოვძებნითო. ამ და სხვა ფაქტორების გამო, ბოკერია, სავარაუდოდ, მალე დატოვებს „ნაცმოძრაობას“ და ბევრს გაიყოლიებს, თუმცა ზუსტად როდის, ეს ჯერ გასარკვევია. ბოკერია და მისი გუნდი კი მიდიან „ნაცმოძრაობიდან“, მაგრამ როგორც წყარო ამბობს, ხელცარიელები არ აპირებენ წასვლას. ბოკერიას პრეტენზია ჰქონია იმ ფულის ნაწილზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ წლების მანძილზე იშოვა და ახლა ოფშორულ ბანკებში ინახებაო. ლაპარაკია, დაახლოებით 18 მილიარდ დოლარზე. მას სააკაშვილისთვის დაურეკავს კიევში და უთქვამს, მანდ ჩამოვალ და მოვილაპარაკოთ, იმ ფულიდან რამდენი მეკუთვნის, „ნაცმოძრაობას“ რომ დავტოვებ, მერე ახალი პარტია უნდა შევქმნა და ფული დამჭირდებაო. სააკაშვილს ბოკერიასთვის ერთი შეუგინებია და ტელეფონი გაუთიშავს. მიშას 1 საათის შემდეგ დაურეკავს ლევან ბეჟაშვილისთვის და უბრძანებია, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები შეკრიბე ჩემი სახელით, „სკაიპით“ უნდა ჩავერთო და ბოკერია და მისი გუნდი არ დაგავიწყდეს, ეგენიც იქ იყვნენო. ეს „სკაიპ-კონფერენცია“ 22 მარტს, ღამით შემდგარა და ყველა მამალი „ნაცი“, პარტიის ბირთვი იქ იყო ბოკერიას ჩათვლით. ცხადია, ის ხალხი, ვისაც სააკაშვილი თითქმის ყველა საიდუმლოს უმხელს. სააკაშვილს თანაგუნდელებისთვის უთქვამს, ბოკერია ახალ პარტიას ქმნის და ფულს მე მთხოვს, ახლა ეგ ნორმალურიაო? იქვე დაუყოლებია, ჩემი გუნდის წევრები, რომელთაც ეგ ფული მოიპოვეს, ახლა ზოგი ციხეშია, ზოგი – გაქცეული და დასაჭერად აქვს საქმე, აგერ, ჩემზე სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული, ჩვენ ვრისკავდით, ბოკერია და მისი გუნდის წევრები კი, წურბელებივით გვესხდნენ კისერზე, ჩვენ ფულს ჭამდნენ ამდენი წელიწადი და ახლა წილსაც ითხოვენო. სააკაშვილს უთქვამს, ბოკერია თუ პარტიას დატოვებს, ერთ თეთრსაც ვერ მიიღებს „ნაცმოძრაობის“ „ობშიაკიდან“ და მერე, უნდა ახალი პარტია შეუქმნია, უნდა თავში ქვა უხლიაო. მიშა გაბრაზებული ყოფილა, ახლა ვინც პარტიიდან წახვალთ, ყველამ ფული უნდა მომთხოვოთ ბოკერიასავით? არაფერი არ იყავით, ხალხად გაქციეთ, ცხოვრებაში რომ ვერასდროს ნახავდით, ის განახეთ და მეტი საქმე არ მაქვს, ახლა კომპენსაციებიც დაგირიგოთო. გიგა ბოკერია სააკაშვილს ამ თემაზე არ შეპასუხებია, მხოლოდ ის უთქვამს, ეს პარტია შენი თავისუფლების გარანტიაა და იმიტომ იკლავ თავს, რომ პარტია შეინარჩუნო, შენმა ამბიციებმა დაგვღუპა, შენმა ხუშტურებმა ჯერ ხელისუფლება დაგვაკარგვინა, ახლა კი – მისი დაბრუნების შანსი, დანარჩენს ჩამოვალ კიევში და მანდ დავილაპარაკოთ, მე ჩემი არგუმენტები მაქვს, ფული რატომ მეკუთვნის და ამას ამდენი ხალხის წინაშე ვერ გეტყვიო.
გიგა ბოკერია ამის შემდეგ ამდგარა და ოთახიდან გასულა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის რამდენიმე ლიდერი ცდილობდა, მას ამ პერმანენტულ აქციებზე უკეთესი გეგმა შეეთავაზებინა, ბოლომდე არც ერთს არ მოუსმინა, გამუდმებით იმას გაიძახოდა, კაცი არ ვიყო, ბიძინა ივანიშვილი თუ ისე არ გავამწარო, სიმწრისგან ხორცებს იგლეჯდეს, არ შევარჩენ, რომ ძაღლივით გამომაგდო ქვეყნიდან და თავშესაფარი გამიხადა საძებნელიო. მიშა, ჩვეულ ამპლუაშია – მას ხელისუფლება, უპირველესად, ივანიშვილზე შურისძიებისთვის სჭირდება.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც ასე იყო. როცა ქვეყანას სათავეში მოექცა, პირველი, რაც მიშამ გააკეთა, თავისი უბნის, სკოლისა და სტუდენტობის ის მეგობრები დაიჭირა, ვისგანაც მცირე წყენა მაინც ახსოვდა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონდა მისთვის თავში წამორტყმული. აი, ეს პათოლოგი კიდევ აპირებს ამ ქვეყნის პრეზიდენტობას მთელი სერიოზულობით. კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სააკაშვილის გუნდიდან ბევრი თანახმაა ბოკერიას ლიდერობაზე, რადგან სააკაშვილის ხუშტურები ყელში ამოუვიდათ, გარდა ამისა, მიშა ჯერაც ვერ გამოსულა პრეზიდენტის როლიდან და თუ ვინმე შეეპასუხა, დედის ტრაკს ორ შაურს უხდის, ყველას უშვერი სიტყვებით აგინებს. ამის პატიებას კი უკვე აღარ აპირებენ ზოგიერთები. გიგა ბოკერია სააკაშვილს არაფრით სჯობს, მაგრამ უაზროდ ყველას არ აგინებს და თანაც, ამბიციების შენიღბვა ეხერხება, იმდენად ეფექტურად, რომ დღემდე ვერავინ გაიგო, რა არის ამ კაცის რეალური და საბოლოო მიზანი ქართულ პოლიტიკაში. მოკლედ, „ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა და შეიძლება, მალე დაეშალოთ პარტია. რაც მალე, მით უკეთესი, მაგრამ, სავარაუდოდ, ბოკერია არ გაწირავს თავის თანამებრძოლს, მიხეილ სააკაშვილს და დროებით დარჩება პარტიაში. „ნაცების“ ლიდერები კი ერთმანეთში საუბრობენ, რომ ბოკერიამ მიშა ყურებით დაიჭირა, კიევში მასთან სავაჭროდ ჩავა, გარიგებას შესთავაზებს – პარტიაში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ „ნაც-ობშიაკიდან“ მას სოლიდურ ფულს მისცემს მიშა სამომავლოდ პარტიის შესაქმნელად, მიშას კი სხვა გზა არ დარჩენია, ბოკერიას დროებით შენარჩუნება აუცილებელია, მის ამ წინადადებას უნდა დასთანხმდეს, არადა თავზე დაემხობა პარტიაო“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები