ილია მეორემ საქართველოს ეროვნული ნაკრები დალოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დალოცა. ფეხბურთელები თავად ეწვივნენ პატრიარქს, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ნაკრების ყველა ის ფეხბურთელი ესწრებოდა, ვინც საქართველოში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ხვალ მალტასთან ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. 29 მარტს კი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონტის შესარჩევ ეტაპზე გერმანიას დაუპირისპირდება.