28 წლის გოგონას ნათესავები ექიმებს ადანაშაულებენ
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალთან 28 წლის მაიკო ვერძაძის ახლობლები, ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ. პაციენტის ნათესავების განცხადებით, გოგონას ნაყოფი ექიმების დაუდევრობის გამო მოეშალა. ისინი აცხადებენ, რომ საავადმყოფოში მიყვანის დროს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა მოგვიანებით გაუარესდა, რასაც ნაყოფის დაკარგვა და გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება მოჰყვა.