პარლამენტში დღეს სკოლაში ბავშვების 5 წლის ასაკში მიყვანის თაობაზე იმსჯელებენ
პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დღეს ბავშვების 5 წლის ასაკიდან სკოლაში შეყვანის თაობაზე მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მოსმენა იგეგმება.
“ჩვენ განვიხილავთ, თუ რა რისკები შეიძლება ახდეს, იმას, თუკი ბავშვი 5 წლის ასაკიდან შევა საჯარო სკოლაში. ამ შემთხვევაში საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც 6 წლამდე სამი თვე ან სამთვენახევარი უკლიათ. პირადად, მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე რისკი არ არსებობს. თუმცა, კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობის საკითხზე უმრავლესობის ფორმატში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ.