ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ, 2 ივლისს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ, ივნისის ბოლო დღეებში, ან ივლისის დასაწყისში იწყება. მისი განცხადებით, გამოცდების 2 ივლისს დაწყების შემთხვევაში, 2 და 3 ივლისი საგამოცდო დღეები იქნება. 4-5 ივლისს, შაბათ-კვირას კი აპლიკანტები დაისვენებენ. 6 ივლისს საგამოცდო პროცესი განახლდება. რამდენადაც ცნობილია, ერთიანი ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ, ზოგადი უნარების გამოცდით დაიწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 17 მარტს დასრულდა.ეროვნული გამოცდებისთვის 40 000 – ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები