“სააკაშვილმა აქციის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აგინა”

“21 მარტის აქციასაც ისევე, როგორც “ნაციონალთა“ სხვა “ჩასვრილ“ აქციებს, პარტიის ლიდერთა შორის დიდი დაპირისპირება მოჰყვა -ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს.
გამოცემასთან “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ აქციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ყველა იმ ლიდერს დაურეკა და აგინა, ვინც რაღაცაზე იყო პასუხისმგებელი, მათ შორის – გოკა გაბაშვილს, გივი თარგამაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, კობა ხაბაზს, გიორგი ვაშაძეს, როლანდ ახალაიასა და სხვებს. წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს პარტიის ლიდერებისთვის უთქვამს, რომ ამ აქციის შემდეგ, უკრაინაში მისი რეიტინგი დაეცა.
“მეტიც, სააკაშვილს გიგა ბოკერიასთვის უთქვამს, რომ ამ აქციის შემდეგ, უკრაინის მმართველ წრეებში უკვე იმაზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ სირცხვილია, ჩვენი პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და ქვეყანაში რეფორმების გამტარებელი იმ პარტიის ლიდერი იყოს, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში 20 000 კაცი ძლივს მოაგროვა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, საქართველოში თუ მაგარი რეფორმები გაატარა, სად იყო 21 მარტს მისი და ამ რეფორმების მხარდამჭერი ხალხი, მარტო 20 000 კაცს შეეხო ეს რეფორმებიო? მოკლედ, მიშამ ბოკერიას მიანიშნა, ამ აქციით უკრაინაში ჩემი რეიტინგი გვარიანად დაეცა და უთქვამს, თუ ეს რეიტინგი ვერ ავწიე, ყველას დაგვერხევაო“,-აღნიშნავს გამოცემა. “კვირის ქრონიკის“ წყაროს ცნობითვე, გიგა ბოკერია სააკაშვილზე ძალიან გაბრაზებული ყოფილა და მისთვის უგინები კიდეც. ,,წყარო აცხადებს, გიგა ბოკერიას უთქვამს თანაგუნდელებისთვის, მე ამ დარტყმულთან დავა-კამათით უკვე დავიღალე და ახლა, როგორმე თქვენ შეაგონეთ, რომ ამ გზით, აქციებითა და მხოლოდ ,,რუსთავი2“-ის პიარით, ხელისუფლებას ვერ დავიბრუნებთ, რაღაც ახალია მოსაფიქრებელიო.
ბოკერიას უთქვამს, რომ მიშას ეჩქარება ქვეყნის მმართველად დაბრუნება და ამ სიჩქარეში ბევრი შეცდომა დაუშვა ყველამ ერთად, მიშას ამბიციებს შეეწირა პარტიის ინტერესები, ხელისუფლებასთან საბრძოლველად ჩვენ სხვა სტრატეგია უნდა შეგვემუშავებინა, ამერიკელები კონკრეტულ ვარიანტებს გვთავაზობდნენ, მაგრამ ყველა მათგანი გრძელვადიანი და ეტაპობრივად განსახორციელებელი იყო, მიშამ ამიტომაც დაიწუნა ყველა და იმის ნაცვლად, ცოტა ხნით ჩრდილში გადაგვენაცვლა და ხელისუფლებისთვის წერტილოვანი დარტყმები მიგვეყენებინა, მუდმივი შტურმის ვარიანტი აირჩია და ამან სადამდეც მიგვიყვანა, ყველანი ვხედავთო. მოკლედ, ბოკერია ძალიან არის გაბრაზებული სააკაშვილზე. წყარო აცხადებს, რომ როცა ის სააკაშვილს ,,სკაიპით“ ელაპარაკებოდა და მიშა კიევიდან დორბლებს ყრიდა, ბოკერიას მისთვის შეუგინებია, კონტაქტი გაუთიშავს და კაბინეტიდან გამოვარდნილა, – ეს კაცი დასაბმელი და მისახედია, თორემ მალე გარეკავსო“,- წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები