18 წლის ილია ნიჟარაძე, რომელსაც ერთი თვეა ეძებენ, გარდაცვლილი იპოვეს

18 წლის ილია ნიჟარაძე, რომელიც თებერვალში გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. “კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხედარი “ორთაჭალჰესთან“ წყალმა გამორიყა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 18 წლის ილია ნიჟარაძე 12 თებერვალს, დაახლოებით დღის 2 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი ოჯახის ინფორმაციით, 12 თებერვალს ილია ნიჟარაძე უნივერსიტეტში მეგობრების სანახავად წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა: ოჯახმა მაშინ სამართალდამცველებსაც მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები