თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
საბურთალოს რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II, III, IV, VI კვარტლების, ნუცუბიძის, მარგიანის და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეთაგუროვის, სანთლის, ბურების, ნინო ჩხეიძის, უშანგი ჩხეიძის, სულიაშვილის, კუმისის, თოიძის და ანთელავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის VIII კვარტლის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.