დავით ნარმანია ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საკრებულოს წევრ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. თბილისის მერმა მოსახლეობას 40 სებასტიანელი მოწამი ხსენების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქრისტიანული სამყაროსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დავით ნარმანიამ მონასტერთან არსებულ საცავში ამავე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ნივთებიც დაათვალიერა. “მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, უძველესი ნივთებია აღმოჩენილი. თბილისის მერია აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. წლევანდელ ბიუჯეტში არქეოლოგიური გათხრების საწარმოებლად თანხა გათვალისწინებული გვაქვს. სულ მალე შესაბამისი კომისია რამდენიმე პროექტს დააფინანსებს, რის შემდეგაც არქეოლოგები ამ და დამატებით რამდენიმე ადგილის შესწავლას დაიწყებენ”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები