დღეს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დიექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ,,XXI საუკუნის“ სკოლის მოსწავლეებს ქუთაისის სათავე ნაგებობა და წყლის შემკრები რეზერვუარი დაათვალიერებინეს. ასევე, წყლის მოპოვების, დამუშავების და მიწოდების ტექნოლოგიებს გააცნეს.
სამინისტროს ცნობით, ქუთაისის სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედოვე მობილური ლაბორატორიით, სადაც ყოველდღიურად ხდება ქიმიურ ბაქტერიოლოგიური პარამეტრების შემოწმება.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგად 14 000 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, ხოლო 36 000 ოჯახისთვის წყლის მიწოდების გრაფიკი გაუმჯობესდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები