„ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე“ – საინფორმაციო აქცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართა

გარემოს დაცვის სამინისტრო ნარჩენების კოდექსის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას „ ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე“ აგრძელებს.
კახეთისა და ქვემო ქართლის შემდეგ, საინფორმაციო აქცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ჩიხლაძემ, ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა ახალციხის მოსახლეობას თავად გააცნო და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი – 153. მოქალაქეებს საშუალება აქვთ გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირებისას ცხელი ხაზზე შეტყობინება დატოვონ, რაზეც დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა. ჯარიმების ოდენობა 80-დან 5000 ლარამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები