გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა
დიდ დიღომთან დამაკავშირებელი საშუალო წნევის გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა. “ყაზტრანსგაზ – თბილისის” ინფორმაციით, 21 მარტის საღამოს 18.00 საათიდან დიდ დიღომთან დამაკავშირებელი საშუალო წნევის გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზმომარაგება დროებით შეუწყდა დიდ დიღომს, სოფელ დიღომს, ე.წ. ამერიკულ დასახლებას, ლუბლიანას ქუჩის ნაწილს და ამ ტერიტორიაზე განლაგებულ კომერციულ ობიექტებს.