დღეს დიდმარხვის მეოთხე კვირიაკეა

დიდმარხვის მეოთხე კვირიაკეს, დღეს, ტაძრებში წმინდა მამის იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენება აღინიშნება. ღირსი იოანე კლემაქსმა აღწერა სულიერი კიბე, რომლითაც ღვთივსათნო ცხოვრებით მოღვაწეები უფალთან მიდიან. წმინდა მამა მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. გადმოცემით იგი 16 წლის ასაკში სინას მთაზე მივიდა. მონასტერში ოთხი წელი დაჰყო და შემდეგ ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით კი, 40 წელი უდაბნოში განმარტოვებული ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები