კანცელარიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. აქციის მონაწილეები თანდათანობით იშლებიან. ადგილზე კვლავაც რჩება პოლიცია. თავისუფლების მოედანზე კი ამ დროისთვის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას ნაგვისგან წმენდენ, პარალელურად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზატორების მიერ მოწყობილი სცენის დემონტაჟი მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გადაკეტილია მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.