კონკურსის – „ფოტოსინთეზი“ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

 საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სასკოლო კონკურსის – „ფოტოსინთეზის“ გამარჯვებულები გამოავლინეს. გარემოს კონკურსი გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რაიონის საჯარო სკოლების 3 000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ტურში მოსწავლეებმა საუკეთესო ფოტოები წარმოადგინეს, სადაც 3 საუკეთესო ფოტოს ავტორი და 3 სკოლის საუკეთესო სტენდი გამოავლინეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საუკეთესო სტენდისთვის 3 საჯარო სკოლის მოსწავლეს საქართველოს 3 დაცულ ტერიტორიას ეწვევა. პროექტის ორგანიზატორებია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი(CENN), გარემოს დაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები