თბილისის მერია აქციის მონაწილეებს საგანგებო განცხადებით მიმართავს
თბილისის მერია აქციის მონაწილეებს ქალაქის იერსახის გაფრთხილებას სთხოვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მმართველობამ განცხადება გაავრცელა.
„წითელი საღებავითაა დასვრილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილი და სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას საღებავისგან წმენდენ. შევახსენებთ დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით. ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან სისუფთავე და არ დასვარონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.