საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, ამიტომ,  21 მარტის დღის 13:45 სთ–დან საღამოს 20:00სთ–მდე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა იკრძალება,  – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დარიალის ხეობაში კი ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები