რატომ ტიროდა ზურაბ ჟვანია „ვარდების რევოლუციის“ დროს

უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადებით, 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან ისე გადადგა, რომ ძველი ხელისუფლების ხელშეუხებლობის გარანტია არ მოითხოვა.
მისი თქმით, პრაქტიკულად, ყველანი გაგვწირა”, – ამის შესახებ უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ყოფილი მინისტრი კრწანისის რეზიდენციიდან გამოსულ გაფითრებულ სააკაშვილ – ჟვანიას იხსენებს და აცხადებს, რომ ისინი „დაძაბულობისგან იყვნენ გაფითრებულები”, რადგან იგრძნეს, რომ მათზე პასუხისმგებლობა გადავიდა.
„ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან ისე გადადგა, რომ ძველი ხელისუფლების ხელშეუხებლობის გარანტია არ მოითხოვა. მისივე თქმით, პრაქტიკულად, ყველანი გაგვწირა. ბოლო წუთამდე შევარდნაძის გვერდით ვიდექი. სხვებმა უფრო ადრე მიატოვეს და გაიქცნენ. შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, ზურაბ ჟვანიას ვეძებდი. ბუხრიან ოთახში შევედი, როგორც ეძახდნენ და ვხედავ, ბუხართან ჟვანია დგას და მხრები უცახცახებს. შემოვაბრუნე და რას ვხედავ? ტირის. რა მოხდა-მეთქი. ბატონმა ედუარდმა ნანულიზე ისეთი რაღაცები ილაპარაკა, გული ამიჩუყდაო. მივხვდი, რომ საგიჟეთში მოვხვდი. რაც შეეხება მათ გაფითრებულ სახეებს, ალბათ, მიხვდნენ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მათზე გადავიდა და ფიქრობდნენ, რა მოხდებოდა. დაძაბულობისგან იყვნენ გაფითრებულები”,- აცხადებს ხაბურძანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები